Ambavi Creators logo

Ambavi Creators Immersive Storytelling Company

Humanity is driven by the stories we believe in. On this planet, we are the only beings who do everything based on which story we follow and believe. It doesn't matter what you do or create, the main thing is whether you can turn it into a story and make other people understand it. This is our mission.

რა არის ამბავი კრეატორსი? **ამბავი კრეატორსი** არის მულტიმედია ჯგუფი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ამბის თხრობის ხელოვნებას.

კონკრეტულად რას აკეთებს ამბავი კრეატორსი? ამბავი კრეატორსი ეხმარება პარტნიორ კომპანიებს, არტისტებს და სახელოვნებო ინსტიტუციებს იპოვონ საკუთარი პროდუქტის, მომსახურების ან ბრენდის შესახებ ამბის თხრობის ახალი, განსხვავებული, უნიკალური გზები და ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, ადამიანების გამოცდილებაში ჩართვის გზით დააკავშიროს მათთან. ამ პროცესში ჩვენ ვიყენებთ ისეთ ფორმებს, როგორიცაა: * **იმერსიული ივენთები/პრეზენტაციები** * **ინტერაქციული ინსტალაციები** * **მულტიმედია/იმერსიული გამოფენები** * **ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე დაფუძნებული გამოცდილების სხვა ფორმები** ასე ვქმნით **გამოცდილებაზე დაფუძნებულ მარკეტინგს**. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ [შეთავაზებების გვერდს](https://ambavicreators.com/ka/offers/) ან [დაჯავშნეთ შეხვედრა](https://ambavicreators.com/ambavicreators/30min).

რას ნიშნავს იმერსია? **იმერსია** არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ამბავს იღებს არა როგორც გარეთ მყოფი დამკვირვებელი, არამედ მთლიანად არის მოცული გამოსახულებით, ხმით ან მოქმედებით — იმის მიუხედავად დამკვირვებლის როლშია თუ უშუალოდაა ჩართული გამოცდილებაში როგორც მოქმედი პირი.

რა არის და როგორ მუშაობს პროექციის მეფინგი? **მეფინგი** ზოგადი ტერმინია და გულისხმობს ამა თუ იმ ზედაპირის პროექციული გამოსახულებით ზუსტად დაფარვას. მისი გამოყენებით შეგვიძლია შევქმნათ სტატიკური ნივთების მოძრაობის ვიზუალური ილუზია, ციფრულად შევუცვალოთ ობიექტს ფერი, ფორმა და ფაქტურა. ასეთი მეფინგი, როგორც წესი კეთდება სპეციალური პროგრამის საშუალებით. განასხვავებენ რელიეფურ და 3D მეფინგს: * **რელიეფური მეფინგი:** გამოიყენება მაშინ, როდესაც პროექციით იფარება არაერთგვაროვანი, მაგრამ ბრტყელი ზედაპირი (მაგალითად: შენობის ფასადი, რომელსაც აქვს ბარელიეფები, ჭრილები, ზედაპირის უსწორმასწორობები, რამაც დამეფვის გარეშე შეიძლება მოგვცეს არასასურველი ტეხილები ზედ გაშვებულ გამოსახულებაზე). * **3D მეფინგი:** სრულდება მაშინ, როდესაც ობიექტი სრულად დასკანერდება, ყველა მხრიდან იფარება პროექციული გამოსახულებით და მის ყველა დეტალს ციფრულად ზუსტად იმეორებს, რაც ამ დეტალებზე სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მანიპულაციის საშუალებას გვაძლევს. პროექციის მეფინგის მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს [პორტფოლიოში](https://ambavicreators.com/ka/projects/).

რა არის ინტერაქციული ინსტალაცია? **ინტერაქციული ინსტალაცია** არის ციფრული ხელოვნების ფორმა, რომელიც წარმოადგენს ხელოვნებისა და ტექნოლოგიის სინთეზს. ტრადიციული ექსპონატებისგან განსხვავებით, აქ მთავარია **მაყურებლის აქტიური ჩართულობა**. ინტერაქციული ინსტალაცია შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, ვიზუალური ან ხმოვანი და გულისხმობდეს სხეულის მოძრაობით, ხმის ტემბრის ცვლილებით ან კონკრეტული ხმოვანი თუ ვიზუალური ბრძანების მიცემით ინსტალაციის მართვას, კონკრეტული პატერნების გააქტიურებას ან გამორთვას, ვიზუალური ეფექტების ან სხვა ნებისმიერ ცვლილებას, რაც აღქმადია ინტერაქციაში ჩართული სუბიექტისა და ნებისმიერი დამკვირვებლისთვის.

რამდენად ზრდის იმერსიული თხრობის ფორმები აუდიტორიის ჩართულობას? ამბის თხრობის ხელოვნებით, ინტერაქციულობით და აუდიო-ვიზუალური ზემოქმედებით იმერსიული თხრობა იპყრობს ადამიანების ყურადღებას, ქმნის დასამახსოვრებელ და გაზიარებად გამოცდილებას. ჩვენ შეიძლება ყურადღება გაგვეფანტოს, როდესაც ინფორმაციის პასიური მიმღები ვართ, მაგრამ როდესაც ჩართულები ვართ თავგადასავალში, შეუძლებელია დავკარგოთ კონცენტრაცია. ჩვენ უკვე არაერთი წელია იმერსიული თხრობის მრავალ ფორმას ვიყენებთ და ყველა პროექტში გვაქვს ჩართულობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რაც სოციალურ ქსელებში მონაწილეთა მიერ გაზიარებული ფოტო და ვიდეო მასალითაც დასტურდება.

რატომ უნდა გამოვიყენოთ იმერსია მარკეტინგსა და ღონისძიებებში? იმერსიული თხრობა გეხმარებათ შექმნათ **ემოციური კავშირები** ადამიანსა და ბრენდს, კომპანიას ან კონკრეტულ მოვლენას შორის. შექმნათ თავგადასავალი, რომელიც ადამიანებს ხანგრძლივად ამახსოვრდებათ, ჩამოაყალიბოთ და გააძლიეროთ კავშირი ერთგულ მომხმარებლებთან და ადამიანებთან ურთიერთობის ტრადიციული ფორმები შეავსოთ დამატებითი ემოციური კავშირების შექმნით.

თუ ქმნით იმერსიულ გამოცდილებებს კორპორაციული ღონისძიებებისთვის? დიახ, ჩვენ სპეციალიზებული ვართ იმერსიული გამოცდილებების შექმნაზე. ჩვენ ვქმნით კორპორაციულ ღონისძიებებს ინტერაქციული ელემენტებით, სადაც შეგვიძლია კრეატიული მიდგომებით გადმოვცეთ ბრენდის ისტორია, შევქმნათ თქვენზე მორგებული ყველასგან განსხვავებული პრეზენტაცია, ავაწყოთ სპეციალური გასართობი სივრცეები, შევქმნათ ინტერაქციული თამაშები ან/და მთელი ციფრული გამოფენა, სადაც სრულყოფილად წარმოვაჩენთ თქვენი კომპანიის, ბრენდის, პროდუქტის ამბავს. მომსახურება განკუთვნილია როგორც ახალი პროდუქტების, მომსახურებებისა და ადგილების პრეზენტაციებისთვის, ისე კორპორაციული წვეულებებისა და სხვა ღონისძიებებისთვის. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, რომელიც ადამიანებს პასიური სტუმრებიდან, **თავგადასავალში ჩართულ მთავარ მოქმედ გმირებად** აქცევს და მათ ემოციურად აკავშირებს ბრენდთან, პროდუქტთან, მომსახურებასთან თუ კონკრეტულ ადგილთან.

შეგიძლიათ შექმნათ უშალოდ ჩვენ საჭიროებებზე მორგებული ინტერაქციული ინსტალაციები? რა თქმა უნდა. ჩვენ ყველა პროექტს და თითოეულ ინტერაქციულ ინსტალაციას ინდივიდუალურად ვაპროექტებთ — კონცეფციიდან და დიზაინიდან დაწყებული, დაგეგმვისა და აღსრულების ჩათვლით. ვეყრდნობით რა თქვენს მიზნებს, კონკრეტულ სივრცესა და აუდიტორიას, ამის მიხედვით ვამუშავებთ იდეას და ვქმნით გამოცდილებას, რომელიც **უნიკალურია და არ მეორდება**.

სარეკლამო კომპანია ხართ თუ ივენთ კომპანია? ამბავი კრეატორსი ტრადიციული გაგებით არც სარეკლამო კომპანიაა და არც ივენთ კომპანია. თუმცა ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც დამოუკიდებლად კომპანიებთან, ისე სარეკლამო და ივენთ სააგენტოებთან, როდესაც მათ სჭირდებათ შექმნან რაღაც ახალი, გამოცდილებაზე დაფუძნებული, ინტერაქციული, ციფრული ამბავი. მსგავსი თანამშრომლობითი პროექტების მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს [პორტფოლიოში](https://ambavicreators.com/ka/projects/).

რეკლამას გადამიღებთ? არა, ჩვენ არ ვასრულებთ რაიმე ცალკეულ სერვისს სარეკლამო სფეროში, არამედ ჩვენი მიზანია შევქმნათ თვისებრივად ახალი და განსხვავებული ტიპის კამპანიები. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად შეგვიძლია, ცალკე ასეთ მომსახურებას არ გთავაზობთ.

პროექტორებს აქირავებთ? არა, მხოლოდ პროექტორების გაქირავების სერვისი არ გვაქვს. თუმცა, თუ ვქმნით პროექტს პარტნიორ კომპანიასთან ერთად, სადაც საჭიროა პროექტორების გამოყენება და ეს საჭიროება ჩვენი ტექნიკის მახასიათებლებში ჯდება, ამ შემთხვევაში შესაძლოა ჩვენი პროექტორები გამოვიყენოთ და შესაბამისი ქირა საბოლოო ბიუჯეტში ავსახოთ.

აპლიკაციას დამიწერთ? კი, თითქმის ყველა შესრულებულ პროექტში შევქმენით პროგრამა, რომლის საშუალებითაც ვმართავდით მთლიან გამოცდილებას ან მის ინტერაქციულ ნაწილს. თუ აპლიკაცია დიდი პროექტის ნაწილია, რომელსაც ერთად ვახორციელებთ, მაშინ ყველა საჭირო პროგრამას ჩვენ თვითონ შევქმნით, გავტესტავთ, გავმართავთ და გამოვიყენებთ, მაგრამ პროგრამირებას, როგორც ცალკეულ მომსახურებას, არ ვეწევით.

ივენთებს აორგანიზებთ? კი, თუ გსურთ **იმერსიული ივენთის ორგანიზება**, რაც სტუმრების ციფრულ გამოცდილებაში ჩართვას და მათთვის ნარატიული თხრობის შექმნას გულისხმობს, მაშინ სიამოვნებით დავაორგანიზებთ ნებისმიერი ტიპის ივენთს — იქნება ეს კორპორაციული წვეულება, პრეზენტაცია, ახალი პროდუქტის წარდგენა, ოფისის გახსნა, საერთაშორისო პარტნიორების სტუმრობა თუ გათამაშება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სატელევიზიო ეთერით თუ ურბანულ სივრცეში.

ჩემზე მორგებული ხელოვნური ინტელექტის შექმნაში დამეხმარებით? კი, ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად ვიყენებთ ჩვენს პროექტებში, როგორც დამხმარე საშუალებასა და ინსტრუმენტს. თუ თქვენი სურვილია ხელოვნური ინტელექტი იდეალურად მოვარგოთ თქვენს ამბავს და მისი გამოყენებით შევქმნათ თქვენი მომხმარებლებისთვის, თანამშრომლობებისთვის, პარტნიორებისთვის ან ნებისმიერი პირისთვის გამოცდილება, რომელშიც ჩაერთვება და რაც მოყვება ამბავს თქვენი ბრენდის, პროდუქტის ან მომსახურების შესახებ, მაშინ მზად ვართ გეთანამშრომლოთ და დაგეხმაროთ თქვენს საჭიროებებზე იდეალურად მორგებული შესაბამისი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისის ან პროდუქტის შექმნაში.

LED ეკრანებს აქირავებთ/ყიდით? არა, LED ეკრანებს არ ვაქირავებთ და არც ვყიდით. თუმცა, თუ ჩვენ ერთობლივად შევქმნით გამოცდილებას, რომელშიც LED ეკრანის გამოყენებით ავაწყობთ იმერსიულ, აუდიო-ვიზუალულ შოუს, ინტერაქციულ ინსტალაციას ან ინტერაქციულ თამაშს, შეგვიძლია დაგეხმაროთ შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების LED ეკრანის მოძებნაში (როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე) ან ჩვენ თვითონ უზრუნველვყოთ მისი ქირავნობაც და ყიდვაც.

განსხვავებული გამოფენის ორგანიზებაში თუ დამეხმარებით? დიახ, ჩვენ გვაქვს სახელოვნებო ინსტიტუციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება საქართველოში. შეგვიძლია უზრუნველვყოთ როგორც მთლიანი ციფრული მუზეუმის შექმნა, პროგრამული და ტექნიკური აწყობა, ისე უკვე არსებულ სახელოვნებო სივრცეში ციფრული აუდიო-ვიზუალური შოუს შექმნა და შემეცნებითი თავგადასავლის ორგანიზება (პროექტების გვერდზე იხილეთ: „[რამხელაა სამყარო](https://ambavicreators.com/ka/projects/how-big-is-the-universe/)“ და „[უფლებების რესპუბლიკა](https://ambavicreators.com/ka/projects/republic-of-rights)“, რომელიც მოიცავს აუდიო-ვიზუალურ შოუს, ნარატიულ თხრობას, ინტერაქციულ ინსტალაციებს, ინტერაქციულ თამაშებს, ვორქშოფებს და ყველაფერს, რაც გამოფენას ცოცხალ, სათავგადასავლო და ამავდროულად შემეცნებით გამოცდილებად აქცევს. ასევე შეგვიძლია ინდივიდუალურ არტისტთან მუშაობა და მისი ნამუშევრებით (იქნება ეს ქანდაკება, ნახატი, ფოტო თუ ვიდეო) იმერსიული გამოფენის შექმნა.

ბრენდის სთორითელინგში თუ დამეხმარებით? დიახ, ამბის თხრობა ჩვენი მთავარი მისიაა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ბრენდის ამბის თხრობაში ახალი, განსხვავებული და თქვენზე იდეალურად მორგებული უნიკალური გზებით. ჩვენ შეგვიძლია მოვყვეთ არა მხოლოდ ბრენდის ამბავი, არამედ ჩავერთოთ ბრენდინგის პროცესში, ბრენდის სტრატეგიის შემუშავებაში და დაგეხმაროთ ბრენდის შესახებ ამბის თხრობის ისეთი ფორმების განვითარებაში, რომელიც აქამდე არავის გამოუყენებია. ესაა **გამოცდილებაზე დაფუძნებული მარკეტინგი**.

პროექციის მეფინგს თუ აკეთებთ? დიახ, პროექციის მეფინგს ვაკეთებთ.

3D მეფინგს თუ აკეთებთ? დიახ, ჩვენ ვაკეთებთ ნებისმიერი სირთულის 3D მეფინგს.

გახმოვანებას უზრუნველყოფთ? დიახ, ყველა პროექტში ვიყენებთ როგორც ხმის ჩაწერას, დამუშავებასა და საუნდ დიზაინს, ისე კონკრეტული მუსიკალური კომპოზიციების შექმნას, მიქსინგსა და მასტერინგს. თუმცა, ჩვენ ამას, როგორც ცალკეულ, პროექტისგან დამოუკიდებელ მომსახურებას არ ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს.

რა ეტაპებს მოიცავს სამუშაო პროცესი იდეიდან აღსრულებამდე? ჩვენი სამუშაო პროცესი მოიცავს: * **საჭიროებების განსაზღვრას** * **კონცეფციის შემუშავებას** * **ტექნიკურ გეგმარებას** * **შესაბამისი კონტენტის შექმნას** (ფოტო, ვიდეო, საუნდ დიზაინი, ნარატიული თხრობა, გახმოვანება) * **აღსრულებას** * **მონაცემთა ანალიზს** ჩვენ თანამშრომლობის ყველა ეტაპზე ვცდილობთ მაქსიმალურად გავიგოთ პარტნიორების საჭიროებები, დავსახოთ მკვეთრად ჩამოყალიბებული მიზნები და მიღებული შედეგები გავზომოთ თვლადი და ცხადი კრიტერიუმებით, რაც გვეხმარება მაქსიმალურად ვუპასუხოთ ჩვენი პარტნიორების საჭიროებებსა და მოლოდინებს.

მხოლოდ კომპანიებთან თანამშრომლობთ? არა, ჩვენ ვმუშაობთ: * **კომპანიებისთვის** * **ცალკეული არტისტებისთვის** * **სახელოვნებო და საგანმანათლებლო ინსტიტუციებისთვის** * **კრეატიული სააგენტოებისთვის** * **ივენთ კომპანიებისთვის** ჩვენი პორტფოლიო მოიცავს პროექტებს, რომლებიც შეიქმნა კონკრეტული არტისტებისთვის, კომერციული ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა ინდუსტრიიდან, ასევე ციფრული მუზეუმებისა და უნივერსიტეტებისთვის. აღნიშნული პროექტების მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს [პორტფოლიოში](https://ambavicreators.com/ka/projects/). ჩვენი საქმიანობა თანაბრად ხელმისაწვდომი და სასარგებლო შეიძლება იყოს ყველასთვის, ვისაც საკუთარი ამბის განსხვავებული, იმერსიული თხრობით მიტანა უნდა ადამიანებამდე.

დაახლოებით რა დამიჯდება ერთი ივენთი? რადგან თითოეული პროექტი ინდივიდუალურია და არასდროს ვიმეორებთ, თანხა ყოველთვის განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა სირთულისაა პროექტი. ყველაზე დაბალბიუჯეტიანი პროექტი იყო **2000 ლარის** ღირებულების, ხოლო ზედა ჭერი არ არსებობს.

რა ღირს თქვენი მომსახურება? დადგენილი ფასი არ არსებობს, პროექტის ღირებულება მთლიანად დამოკიდებულია მის მასშტაბებზე.

რა ფაქტორები ახდენს პროექტის ღირებულებაზე გავლენას? ფასის განსაზღვრისას მთავარი ფაქტორებია: * **კომპლექსურობა** * **მასშტაბურობა** * **ტექნიკური აღჭურვილობა** * **კონტენტის მრავალფეროვნება** * **ინტერაქციულობა** * **ადგილი**, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს

ღონისძიების დაგეგმვამდე რამდენი ხნით ადრე უნდა დაგიკავშირდეთ? ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, პროექტის დაგეგმვის საშუალო დრო არის **ერთი თვე**, თუმცა გააჩნია პროექტის მასშტაბს. არსებობს პროექტები, რომლებიც შეგვისრულებია დაგეგმვიან-აღსრულებიანად **10 დღეში** (იხილეთ აუდიო-ვიზუალური შოუ [ნეთვორქინგისთვის](https://ambavicreators.com/ka/projects/networking-georgia), თუმცა მართვადი განათების სისტემისა და 3D კუბის ასაწყობად **3 თვეზე მეტი** დაგვჭირდა (პროექტი იხილეთ აქ). ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს პროექტები, რომელთა შესრულებას შესაძლოა წლებიც დასჭირდეს — ეს დამოკიდებულია აღსრულების სირთულეზე.

რა ტექნოლოგიებს იყენებთ თქვენ პროექტებში? ჩვენი მუშაობა ეფუძნება ფიზიკური და ციფრული სამყაროების სინთეზს, რისთვისაც ვიყენებთ მულტიდისციპლინურ მიდგომას: * **ვიზუალური ხელოვნება:** 3D მოდელირება, ტექსტურინგი, ანიმაცია და რეალურ დროში გენერაციული ხელოვნება * **აუდიო ინჟინერია:** ჩაწერა, დიზაინი, მიქსინგი და მასტერინგი * **ინტერაქციული გარემო:** 3D პროექციის მეფინგი, 3D სკანირება და სენსორული ტექნოლოგიები (LiDAR, Kinect, IR) * **საინჟინრო და კოდირება:** პროგრამული კოდირება და მიკროკონტროლერები (Arduino და სხვ.) მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერ ტექნოლოგიას, რომელიც დაგვეხმარება ამბის უჩვეულო ფორმით მოყოლასა და მაყურებლისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაში.

იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას როგორც ტექნიკურ, ისე პროგრამულ უზრუნველყოფაზე? დიახ, ჩვენ პარტნიორებს ვთავაზობთ სრულ მომსახურებას, რაც პროექტის განხორციელებისას **სრულ ტექნიკურ და პროგრამულ მხარდაჭერას** გულისხმობს.

მხოლოდ კრეატივს აკეთებთ? არა, ჩვენ ვქმნით სრულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც საჭიროებების ანალიზსა და კრეატიულ გადაწყვეტებს, ისე აღსრულებას.

თქვენი ინტერაქციული ინსტალაიცები მუდმივია თუ დროებითი? ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ როგორც **მუდმივი**, ისე **დროებითი** ინტერაქციული ინსტალაციები, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც სტატიკური და კონკრეტულ ადგილს მორგებული, ისე მობილური.

როგორ დავიწყოთ თქვენთან ერთად პროექტზე მუშაობა? იხილეთ [კონტაქტის](https://ambavicreators.com/ka/contacts) გვერდი, საიდანაც შეძლებთ დაჯავშნოთ ჩვენთან შეხვედრა, ასევე შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ და მოგვიყვეთ თქვენი იდეის შესახებ. ჩვენი გუნდი თქვენთან ერთად დეტალურად განიხილავს და შემოგთავაზებთ განხორციელების ყველა შესაძლო ვარიანტს. ჩვენ ღია ვართ ახალი იდეებისა და კოლაბორაციისთვის. ეწვიეთ [პროექტების](https://ambavicreators.com/ka/projects) გვერდს, რომელიც შესაძლოა დაგეხმაროთ დამატებითი ინსპირაციისა და თანამშრომლობის გზების პოვნაში. * [**ჩანიშნე შეხვედრა**](https://ambavicreators.com/ambavicreators/30min) * **მოგვწერე:** [info@ambavicreators.com](mailto:info@ambavicreators.com) * **დაგვირეკე:** +995 598 26 06 86

https://ambavicreators.com/ka/about-us

https://ambavicreators.com/ka/projects

https://ambavicreators.com/ka/offers

https://ambavicreators.com/ka/blogs

https://ambavicreators.com/ka/faq

https://ambavicreators.com/ka/contacts

email

phone

facebook

instagram

youtube

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წესები და პირობები