Loading...

home

projects

offers

მოყევი შენი ამბავი განსხვავებულად

კაცობრიობას ამოძრავებს ამბები, რომლისაც გვჯერა.

ამ პლანეტაზე ჩვენ ერთადერთი არსებები ვართ, რომლებიც ყველაფერს იმის მიხედვით ვაკეთებთ, რომელ ამბავს გავყვებით და დავიჯერებთ. მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებ ან ქმნი, მთავარია შეგიძლია თუ არა ეს ამბად აქციო და სხვა ადამიანებს გააგებინო. ზუსტად ესაა ჩვენი ამოცანა:

"ჩვენ მოგისმენთ, გავიგებთ და თქვენ ამბავს მოვყვებით ისე, როგორც ჯერ ეს არავის გაუკეთებია."

სწორედ ამ მიზნით შევქმენით შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი, ბრენდის, პროდუქტის ან მომსახურების შესახებ ამბის თხრობის უნიკალური, საკუთარი გზების მოძებნაში დაგეხმარებათ.

პრეზენტაცია

თუ რამის პრეზენტაცია გსურთ, მოდით გავაკეთოთ ეს ერთად და ისე, რომ მართლაც დაუვიწყარი იყოს.

ჩვენ ყველა პარტნიორთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ, და ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტანდარტული, სლაიდებიანი პრეზენტაციის ნაცვლად, შევქმნით ამბავს, 3D გენერირებული ანიმაციით, ინტერაქციული ინსტალაციებით, თამაშებით, მუსიკით, ნარატიული თხრობით, რომელიც თქვენთვის დაიწერება და რომელიც თქვენ ამბავს სრულყოფილად გადმოსცემს.

პრეზენტაციას აუდიო-ვიზუალურ შოუდ ვაქცევთ, რომელსაც სტუმრები ვერასოდეს დაივიწყებენ და რომელიც ისეთივე უნიკალური იქნება, როგორიც თავად ხართ.

ინტერაქცია

ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ნებისმიერი რამ აქციო ინტერაქციულად, სადაც ადამიანი უბრალოდ პასიური მიმღები კი არ არის, არამედ თავად ხდება ამბის ნაწილი. ჩვენ ყველაფრის ინტერაქციად გარდაქმნა შეგვიძლია, იქნება ეს სარეკლამო რგოლი, ქუჩაში დამონტაჟებული მონიტორი, ნახატი, ბილბორდი, ინსტალაცია, ფილმი, პერფორმანსი, სპექტაკლი, წიგნი თუ მთელი გამოფენა.

ინტერაქცია, როგორც მომხმარებლის ჩართულობის საუკეთესო საშუალება, ყველაზე ეფექტური გზაა იმისათვის, რომ ადამიანებამდე ამბავი, ცოცხალ გამოცდილებად მიიტანო.

გამოფენა

თანამედროვე ადამიანები ერთდროულად ციფრულ და ფიზიკურ სამყაროში ვცხოვრობთ ეს კი სრულიად ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს. ჩვენ შეგვიძლია ფოტო, ნახატი თუ ფიზიკურად არსებული ნივთი, ახალ გამომსახველობით ფორმად ვაქციოთ და მასზე დაფუძნებით შევქმნათ აუდიო ვიზუალური გამოფენა.

მნიშვნელობა არ აქვს ეს ეხება ამბავი მხატვრის ან ფოტოგრაფის შემოქმედებას, ისტორიულ ფაქტებს თუ კომპანიის მრავალწლიანი მუშაობას.

ინსტალაცია

ფიზიკური თუ ციფრული ინსტალაციები ამბის თხრობის ახალი, ორიგინალური და საინტერესო ფორმების გამოყენების საშუალებას იძლევა. ხელოვნური ინტელექტის და პროგრამირების წყალობით თქვენი ამბავი შეიძლება მოყვეს ნებისმიერმა ისტორიულმა ფიგურამ, გამოჩენილმა მოღვაწემ ან დიდმა მოაზროვნემ, ინსტალაციაში ინტერაქციული ელემენტის შეტანით კი შეგვიძლია ადამიანი მოვლენის მთავარ მოქმედ გმირადაც ვაქციოთ.

როდესაც მთავარი გმირის როლში ვართ, ამბავი არასოდეს გვავიწყდება და მზად ვართ სხვებსაც გავუზიაროთ.

განათება

განათებით შეიძლება შექმნა ზუსტი განწყობა, გადმოსცე ხასიათი, შექმნა ახალი გამომსახველობითი ფორმა, რომელიც შენ ამბავს ეფექტურად გადმოსცემს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა არა უბრალოდ მართვადი, არამედ პროგრამირებადი განათება. პროგრამირებადი განათება საშუალებას გაძლევთ განათების მთელი სისტემა თქვენი სურვილის მიხედვით დააპროგრამოთ. თქვენ ირჩევთ ყველა ფერს, ნათების ინტენსივობას, თანმიმდევრობას, მთელ გამომსახველობას თავად ქმნით და მართავთ სპეციალურად თქვენთვის დაწერილი აპლიკაციით.

გარდა ამისა, ამ მიმართულებით შევქმენით კუბის ფორმის განათება, რომელიც უზარმაზარი ეკრანია, სადაც თითოეული ნათურა გამოყენებულია, როგორც ეკრანის პიქსელი და შესაბამისად მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც განათებად, ისე 3D ეკრანად. ამ ფორმით კიდევ უფრო განსხავებულად, მასშტაბურად და ეფექტურად შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი თავი და მოყვეთ საკუთარ ამბავს.

3D ეკრანი

ინტერაქციული გარე-რეკლამა - ჩვენ პარტნიორ კომპანია აუთდორ ეფექტთან ერთად გადავწყვიტეთ ქალაქის ცენტრში, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" მიმდებარედ არსებული 3D ლედ ეკრანი ინტერაქციულ ეკრანად გარდაგვექმნა. მისი საშუალებით, თქვენ ამბავს მოვყვებით უფრო ეფექტურად, ვიდრე მთელ ქალაქში ყველა ბილბორდი რომ აგეღოთ და ცხადია, ბევრად მეტ ადამიანს მიწვდებით.

თქვენ მათ უბრალოდ რეკლამას კი არ შესთავაზებთ, არამედ თქვენი ამბის მთავარ გმირებად აგრძნობინებთ თავს. ისინი შეძლებენ მართონ გამოსახულება, ითამაშონ, გადასქროლონ, ნებისმიერი რამ გააკეთონ, რის წარმოდგენასაც შეძლებენ და რადგან ამ ამბის მთავარი გმირები იქნებიან, თავად გააზიარებენ ამას საკუთარ სოციალურ ქსელებში.

ეს ბევრად მეტია, ვიდრე მორიგი რეკლამა მორიგ ბილბორდზე ან ეკრანზე.