Ambavi Creators logo

ციფრული დეტოქსი

“ციფრული დეტოქსი” სპეციფიკური გამოფენა იყო, რომელიც ილდარ იაკუბოვის ინიციატივით ჩატარდა და მისი მისია იყო ვიზიტორებისთვის გაეცნო სხვადასხვა ციფრულ ფორმატში მომუშავე ხელოვანების ინსტალაციები . გამოფენაზე ჩვენი გუნდი ორი ინსტალაციით იყო წარმოდგენილი:

“მესამე თვალი” შევქმენით ლაზერული პროექციის გამოყენებით. ინსტალაციას წარმოადგენდა სამი უზარმაზარი თვალი, რომელიც დამთვალიერებლის მოძრაობას დაყვებოდა და საშუალებას აძლევდა მასთან ინტერაქციით ემედიტირათ.

მუსიკალური ინსტალაცია , რომლის შესაქმნელად გამოვიყენეთ ტრეკერი ლიპმოუშენი, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფისთვის - თაჩდიზაინერი და აბლეტონი. ინსტალაცია საშუალებას აძლევდა დამთავლიერებლებს ჰაერში ხელის მოძრაობით აერჩიათ წინასწრ მომზადებული მუსიკალური ჩარჩოებიდან ერთ-ერთი, შეერჩიათ მუსიკისთვის განსხვავებული ეფექტები და ამ ვარიაციებით შეექმნათ საკუთარი, უნიკალური მუსიკალური ვერსია.