Ambavi Creators logo

რამხელაა სამყარო?

Ambavi Creators-ის საგანმანათლებლო ციფრული შოუ სამყაროს შესახებ Holoseum-ის ციფრულ მუზეუმში, თბილისი

განვლილმა გზამ და ერთობლივმა მუშაობამ ჩვენი გუნდი კიდევ უფრო განამტკიცა და გადავწყვიტეთ ამბების თხრობა ჩვენ ძირითად საქმიანობად გვექცია. 2023 წელს ...

განვლილმა გზამ და ერთობლივმა მუშაობამ ჩვენი გუნდი კიდევ უფრო განამტკიცა და გადავწყვიტეთ ამბების თხრობა ჩვენ ძირითად საქმიანობად გვექცია. 2023 წელს ოფიციალურად დავარეგისტრირეთ კომპანია “ამბავი კრეატორსი” და “ჰოლოზეუმისთვის” გადავწყვიტეთ შეგვექმნა მუდმივმოქმედი აუდიო-ვიზუალური შოუ , რომელიც გააერთიანებდა სამ კომპონენტს: თხრობას, ინტერაქციას და ვორქშოფს , რაც მას არა მხოლოდ სანახაობად, არამედ ერთგვარ შემეცნებით გამოცდილებად აქცევდა.

ამისთვის შევქმენით ჰოლოზეუმის შენობაზე სრულად მორგებული ანიმაციური ფილმი , მთლიანად დავფარეთ შენობის შიდა სივრცე გამოსახულებით, ინტერაქციებისთვის გამოვიყენეთ კინექტები, ხოლო შემეცნებითი თამაშისთვის ავაწყვეთ სპეციალური კონტროლერი, რომელიც თაჩდიზაინერთან დავაკავშირეთ. ამავდროულად, გავაკეთეთ ანდროიდ სისტემასთან თავსებადი მობილური აპლიკაცია , რომელიც მუზეუმის გიდებს საშუალებას აძლევდა შენობის სხვადასხვა ნაწილში შესაბამისი თანმიმდევრობით გაეშვათ გამოსახულებები და ინტერაქციული თამაშები.

შოუ პოპულარული გახდა არა მხოლოდ დამთვალიერებლებს, არამედ სკოლებსა და მასწავლებლებს შორის, როგორც დამატებითი კლასგარეშე აქტივობა მოსწავლეებისთვის.
ილუმინატორიდან კოსმოსის ხედი How Big is the Universe-ის აუდიოვიზუალური შოუსთვის Holoseum-ში, თბილისი
დამთვალიერებელი ციფრულ იმერსიულ შოუზე რამხელაა სამყარო ჰოლოზეუმში თბილისი, საქართველო
იმერსიული საგანმანათლებლო თავგადასავალი How Big is the Universe Holoseum-ის ციფრულ მუზეუმში, თბილისი
საგანმანათლებლო იმერსიული ნარატიული გამოფენა სამყაროს მასშტაბის შესახებ Holoseum-ში
ასტროფოტოგრაფის ციფრული ინსტალაცია Holoseum-ის კალეიდოსკოპში გამოფენისთვის რამხელაა სამყარო
ვიზიტორი იღებს ციფრული ნისლეულის ინსტალაციას Holoseum-ის კალეიდოსკოპის დარბაზში, თბილისი
მუზეუმის დამთვალიერებლები უყურებენ აუდიო ვიზუალ შოუს სამყაროს შექმნის შესახებ ციფრულ მუზეუმ ჰოლოზეუმში
საბავშო იმერსიული საგანმანათლებლო ციფრული შოუ სამყაროს შესახებ Holoseum-ის ციფრულ მუზეუმში, თბილისი
70 პროექტორით შექმნილი ციფრული სივრცე სადაც წარმოდგენილია ამბავი კრეატორსის საავტორო პროექტი რამხელაა სამყარო
ვიზიტორი იმერსიული კოსმოსის შოუს უყურებს Holoseum-ის ციფრულ მუზეუმში, Ambavi Creators

en-US

BTU

ციფრული დეტოქსი