მჯერა-არ მჯერა
წარმატებულმა დასაწყისმა შემდგომი თანამშრომლობისკენ გვიბიძგა. ჰოლოზეუმის დაკვეთით 2023 წლის დადგომისთვის უნდა მოგვემზადებინა მასშტაბური საახალწლო პროექტი - ინტერაქციული, შემეცნებითი და გასართობი საახალწლო შოუ. სპეციალურად ამ პროექტისთვის დავწერეთ და გამომცემლობა “ინტელექტთან” თანამშრომლობით გამოვეცით საახალწლო ზღაპარი, რის მიხედვითაც დაიხატა ზღაპრის ილუსტრაციები და ძირითადი მხატვრული პატერნები. ზღაპრის სიუჟეტური გაგრძელება კი იყო უკვე “ჰოლოზეუმში” გაშვებული აუდიო-ვიზუალური შოუ, რომელიც მოიცავდა თხრობას, შესასრულებელ მისიებს და ინტერაქციულ თამაშებს.