Ambavi Creators logo

360° გუმბათი

360-გრადუსიანი გუმბათისთვის შექმნილი იმერსიული ციფრული თავგადასავალი კოსმოსის შესახებ, East Point, თბილისი

ჩვენი გუნდის მორიგი გამოწვევა იყო საქართველოს ბანკის დაკვეთით შემეცნებითი, სრულად ანიმაციური ფილმის მომზადება მზის სისტემის შესახებ. 1 ივნის...

ჩვენი გუნდის მორიგი გამოწვევა იყო საქართველოს ბანკის დაკვეთით შემეცნებითი, სრულად ანიმაციური ფილმის მომზადება მზის სისტემის შესახებ. 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, სავაჭრო ცენტრ East Point-ის ტერიტორიაზე განთავსდა დოუმის ტიპის გუმბათოვანი დარბაზი, რომელიც საშუალებას გვაძლევდა შეგვექმნა სრულად იმერსიული ეფექტი . განსხვავებით ტრადიციული კინოდარბაზისაგან, აქ მაყურებელი მთლიანად მოცული იყო გამოსახულებით. ამ ამოცანის შესასრულებლად გამოვიყენეთ პროგრამა თაჩდიზაინერი, რომელმაც უზრუნველყო გამოსახულების რეალურ დროში 360° -იანი რენდერი.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დოუმის ტიპის გუმბათოვანი კინოდარბაზისთვის, ამ ფორმატის 3D ანიმაციური ფილმი მთლიანად საქართველოში დამზადდა.
ამბავი კრეატორსის მიერ ბავშვთა დღისთვის ისთ ფოინტში მოწყობილი 360-გრადუსიანი ციფრული კინოთეატრი, თბილისი
საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით შექმნილი ციფრული შოუ კოსმოსის შესახებ 360-გრადუსიან დოუმში, East Point

en-US

გაცოცხლებული რენესანსი

მჯერა-არ მჯერა