Ambavi Creators logo

გაცოცხლებული რენესანსი

Ambavi Creators-ის მიერ სპეციალურად სამუზეუმო სივრცისთვის შექმნილი სახელოვნებო პროექტი რენესასნსის შესახებ, თბილისი

მზის სისტემის შესახებ ბავშვებისთვის შექმნილმა შემეცნებითმა შოუმ ამ მიმართულებით შემდეგი ნაბიჯის გადადგმისკენ გვიბიძგა და გადავწყვიტეთ რენესანსის ეპ...

მზის სისტემის შესახებ ბავშვებისთვის შექმნილმა შემეცნებითმა შოუმ ამ მიმართულებით შემდეგი ნაბიჯის გადადგმისკენ გვიბიძგა და გადავწყვიტეთ რენესანსის ეპოქის შესახებ შემეცნებითი, ინტერაქციული აუდიო-ვიზულური შოუ შეგვექმნა.

შოუს ფარგლებში შევარჩიეთ რენესანსის ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრების მაღალი ხარისხის ციფრული ასლები, რომლებიც მთელ მუზეუმში განთავსდა. მოძრაობის ტრეკერებით შევქმენით გამოსახულებებთან ვიზიტორების ინტერაქციის შესაძლებლობა, რაც მათ საშუალებას აძლევდა თავად აღმოეჩინათ ნახატის და მისი ცალკეული ნაწილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია. ამან გამოფენის დათვალიერება აქტიურ, სახალისო, შემოქმედებით პროცესად აქცია. სწორედ ამის გამო "გაცოცხლებული რენესანსი" ბევრი სკოლისა და პედაგოგისთვის იქცა დამატებით კლასგარეშე აქტივობად.
ინტერაქციული საგანმანათლებლო ინსტალაცია აღორძინების ხანის შესახებ Holoseum-ის ციფრულ მუზეუმში, თბილისი
ციფრული ნარატიული შოუ რენესანსის ეპოქის ვიზუალებით Holoseum-ში, თბილისი
რენესანსის ეპოქის ვიზუალებით შექმნილი ციფრული ვიზუალიზაცია კალეიდოსკოპში Holoseum, თბილისი

ტალაია ტალაიატა

360° გუმბათი