Ambavi Creators logo

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი

პროექცია ჭერზე და აუდიო ვიზუალური შოუ ფრინველების დაკვირვების ფესტივალისთვის, ბათუმი

შემდეგმა გამოწვევამაც არ დაახანა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით შემოდგომაზე, ბათუმში, ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის გახსნისთვის შთ...

შემდეგმა გამოწვევამაც არ დაახანა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით შემოდგომაზე, ბათუმში, ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის გახსნისთვის შთამაგონებელი აუდიო-ვიზუალური შოუ და ინტერაქციული თამაში უნდა შეგვექმნა.

ფესტივალის მთავარი ღონისძიება სასტუმრო რედისონის საკონფერენციო დარბაზში უნდა გამართულიყო. რადგან კონფერენციის თემა ფრინველები იყო, გადავწყვიტეთ პროექციით დაგვეფარა მისი ჭერი, ხოლო გამოსახულების ცენტრალური ნაწილი უზარმაზარ LED ეკრანზე გაგვეშვა, იმგვარად, რომ მოქმედება ჭერში იწყებოდა, LED ეკრანზე გადადიოდა და იქ ვითარდებოდა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით , დოკუმენტური მასალით და 3D გენერირებით შევქმენით მოკლემეტრაჟიანი შთამაგონებელი ფილმი, რომელიც კონფერენციის გახსნის წინ ვუჩვენეთ სტუმრებს. ჭერი მთლიანად დაიფარა პროექციით , სადაც ცის და გადამფრენი ფრინველების გამოსახულება გადიოდა. რეალისტური ეფექტის მისაღებად, ჭერში განთავსებული განათების უზარმაზარი მინის პანელები გამოვიყენეთ. მასზე გაშვებული პროექცია იმგვარ ეფექტს ქმნიდა, როდესაც ჭერში იყურებოდი, გეუფლებოდა განცდა, რომ შენ თავზე ჭერი არ იყო და მართლაც ცას და ცაში მფრენ ფრინველებს უცქერდი.

შესვენებისას კი დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ეთამაშათ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი ინტერაქციული თამაში, რომელიც ბუნებაში ჩიტებზე დაკვირვების სიმულაციას წარმოადგენდა.
ფრინველების ფესტივალისთვის შექმნილი აუდიო ვიზულური შოუ ბათუმში
ჯოისტიკით მართვადი ინტერაქციული ციფრული თამაში ბათუმის ფრინველების დაკვირვების ფესტივალისთვის, საქართველო
ამბავი კრეატორსის შექმნილი ინტერაქციული თამაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალისთვის, საქართველო
ინტერაქციული თამაში ჯოისტიკებით, ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი, ბათუმი
იმერსიული ციფრული გამოცდილება და აუდიოვიზუალური შოუ, Ambavi Creators
იმერსიული შოუ LED ეკრანზე და ჭერზე, ბათუმი
ამბავი კრეატორსის შექმნილი ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის იმერსიული შოუ, ბათუმი, საქართველო
იმერსიული ნარატიული თხრობა ბათუმის ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალისთვის, რედისონი, საქართველო

en-US

ეს ქვეყანა შენია

სოციალური კაფე “მზიური”