Ambavi Creators logo

სოციალური კაფე “მზიური”

ფასადის პროექციის მეფინგი კაფე მზიური, თბილისი

ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ მერია წარმატებულ სოციალურ კაფე “მზიურს” ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებდა და შენობას აუქციონზე გაიტანდა. ჩვენ, როგორც ...

ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ მერია წარმატებულ სოციალურ კაფე “მზიურს” ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებდა და შენობას აუქციონზე გაიტანდა. ჩვენ, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ , თავი ვალდებულად ჩავთვალეთ მზიურის კაფის ამბავი განსხვავებული ფორმით მიგვეტანა ადამიანებამდე. ამისთვის კაფის დამფუძნებელს, ანა გოგუაძეს დავუკავშირდით. პირველ რიგში კიდევ ერთხელ დაწვრილებით შევისწავლეთ მისი ისტორია , შევარჩიეთ საარქივო მასალა, მოვიფიქრეთ აუდიო-ვიზუალური შოუს კონცეფცია და გადავწყვიტეთ თავად კაფის შენობა აგველაპარაკებინა, რათა მას თავად მოეთხრო საკუთარი ამბავი.

ამისთვის სრულად დავასკანერეთ შენობა, შევქმენით მისი 3D გენერირებული მოდელი, დავწერეთ თხრობის ტექსტი , შენობის ფასადის ერთ მხარეს გავჭიმეთ საპროექციო ეკრანი და ნაგებობა მთლიანად დავფარეთ გამოსახულებით. შედეგად, მივიღეთ ამეტყველებული კაფე, რომელიც თავად უყვებოდა ადამიანებს, საკუთარ ამბავს.
იმერსიული აუდიოვიზუალური შოუ კაფე მზიურის ფასადზე, Ambavi Creators, თბილისი
კრეატიული ციფრული შოუ არქიტექტურული პროექციული მეპინგით თბილისი, საქართველო
ამბავი კრეატორსის მიერ პროექციით გაცოცხლებული კაფე მზიურის ფასადი

en-US

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი

პროგრამირებადი LED განათება და 3D კუბი