Ambavi Creators logo

სრულად ინტერაქციული სპექტაკლი "თამაშის თეორია"

პრემიერის შემდგომი აპლოდისმენტები, ქალაქის თეატრი, ამბავი კრეატორსი

ქალაქის თეატრთან ერთად სრულად ინტერაქციული სპექტაკლის შექმნაზე მუშაობა, ამბავი კრეატორსისთვის ახალი გამოწვევა იყო. გადავწყვიტეთ სპექტაკლი სანახაობი...

ქალაქის თეატრთან ერთად სრულად ინტერაქციული სპექტაკლის შექმნაზე მუშაობა, ამბავი კრეატორსისთვის ახალი გამოწვევა იყო. გადავწყვიტეთ სპექტაკლი სანახაობიდან, მაყურებლისთვის შექმნილ გამოცდილებად გვექცია. ამით დაგვებრუნებინა მაყურებელი თეატრის იმ ფესვებთან, როდესაც ის ექსპრესიულად ერთვებოდა წარმოდგენაში, გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას, ამბის, მსახიობებისა და იმ ფორმების შესახებ, რომელსაც თეატრი თხრობისას იყენებდა. დავბრუნებოდით დროს, როდესაც თეატრი იყო არა აკადემიური, არამედ სახალხო და ამა თუ იმ ფორმით ხალხი გარკვეულწილად თავად ქმნიდა წარმოდგენას. ამისთვის უნდა დაგვეწერა პიესა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა დაგვერღვია დარბაზსა და სცენას შორის არსებული ბარიერი და მაყურებელი თავად გვექცია ამბის ნაწილად.

ასე შევქმენით პიესა და შევუდექით რეჟისორ კოკო როინიშვილთან და ქალაქის თეატრის გუნდთან ერთად მის დადგმაზე მუშაობას. "თამაშის თეორია" სპექტაკლია ორ მოქმედებად, სადაც პირველ მოქმედებაში მაყურებელი მოცემულობას ეცნობა - ხუთი მეგობარი (როლებში: გიორგი მახარაძე, ნოდარ ძოწენიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ბექა ხაჩიძე, შაკო მირინაშვილი) საზიარო აგარაკზე, საერთო ნაცნობი გოგონას გვამს პოულობს. მეორე მოქმედებაში ხუთივე მათგანს კითხავს გამომძიებელი გოგი ქორიძე, იგივე ქორო (ვანიკო თარხნიშვილი). სწორედ მეორე მოქმედებიდან მაყურებელი სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით წარმართავს პროცესს, ირჩევს რა თანმიმდევრობით დაკითხოს გამომძიებელმა ეჭვმიტანილები, დაკითხვის პროცესში უგზავნის გამომძიებელს დამატებით კითხვებს, ხოლო დასასრულს, იმის მიხედვით თუ როგორ წარიმართა დაკითხვები, იღებს გადაწყვეტილებას ხუთიდან რომელი მათგანია მკვლელი.

გარდა შინაარსის, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისა ,თეატრის მხატვარ ბარბარა ასლამაზთან ერთად ვიმუშავეთ სპექტაკლის ვიზუალურ ნაწილზეც. პროექციის დახმარებით თითოეული პერსონაჟის შინაგანი სამყარო გავაცოცხლეთ, ხოლო საუნდ დიზაინის გამოყენებით კიდევ უფრო გავამძაფრეთ სცენაზე მიმდინარე მოვლენებთან მაყურებლის ემოციური კავშირი. დავატრენინგეთ და სისტემაში ჩავაშენეთ AI , რომელიც უზრუნველყოფდა შემოსული კითხვების ფილტრაციას და თითოეული კითხვის რელევანტურობას ამოწმებდა, სანამ უშუალოდ გამომძიებელს მიაწვდიდა.

"თამაშის თეორია" 2026 წლის გაზაფხულის თეატრალური სეზონის ყველაზე მოთხოვნადი სპექტაკლი იყო, რაც ბუნებრივია ძალიან გვახარებს და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს რამდენად დიდია თანამედროვე ადამიანში ჩართულობისა და მოვლენებთან ემოციური დაკავშირების მოთხოვნილება. მაყურებლის რეაქციამ და იმ ფაქტმა, რომ სპექტაკლი თეატრალური სეზონის ყველაზე გაყიდვად პროდუქტად იქცა, ასევე პროფესიული წრეების დადებითმა გამოხმაურებებმა დაგვარწმუნა, რომ დასახული ამოცანები წარმატებით შევასრულეთ და შევძელით მაყურებლისთვის ნამდვილი თავგადასავალი შეგვექმნა, რომელიც მხოლოდ ერთი სეზონით არ შემოიფარგლება.
პროექციით გამოსახული ამბავი კრეატორსისა და ქალაქის თეატრის ლოგოები
თამაშის თეორიის გრაფიკული პროექცია თეატრში
სპექტაკლის თამაშის თეორიის მსახიობები პროექციაზე
სცენა სპექტაკლიდან თამაშის თეორია, ვიზუალური პროექციაა ფარდაზე
კადრი ინტერაცქიული სპექტაკლიდან თამაშის თეორია, ქალაქის თეატრი
გიორგი მახარაძის პერსონაჟი ბაგი ყვება თამაშის თეორიის შესახებ, კადრი სპექტაკლიდან
დაკითხვის კადრი სპექტაკლიდან, გიორგი ჩხიკვაძისა და ვანიკო თარხნიშვილის სცენა
გიორგი მახარაძე, ნოდარ ძოწენიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ბექა ხაჩიძე, შაკო მირინაშვილი, თამაშის თეორია
მზადების პროცესი მეფინგისთვის ქალქის თეატრის სცენაზე, თბილისი
პროექციული მეფინგი ქალაქის თეატრის სცენაზე, თბილისი, საქართველო
პირველი აქტი სპექტაკლიდან თამაშის თეორია, ქალაქის თეატრი, თბილისი
ქალაქის თეატრის მარტის აფიშა, პრემიერა თამაშის თეორია შექმნილი ამბავი კრეატორსის მიერ

en-US

AMBAVI

სრული გონებით