Ambavi Creators logo

სრული გონებით

სხეულის ტრეკინგით შექმნილი ინტერაქციული ინსტალაცია GTWT2026-ზე
ინტერვიუები ამბავი კრეატორსის ინტერაქციული ინსტალაციებიდან, GTWT2026

როდესაც GTWT-ზე მონაწილეობის შეთავაზება მივიღეთ, ეს ერთდროულად სასიამოვნოც იყო და საინტერესოც. უკვე მეორე წელია საქართველო მასპინძლობს რეგიონში ერთ...

როდესაც GTWT-ზე მონაწილეობის შეთავაზება მივიღეთ, ეს ერთდროულად სასიამოვნოც იყო და საინტერესოც. უკვე მეორე წელია საქართველო მასპინძლობს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ფორუმს Global Tech Weekend Tbilisi . ღონისძიება მასპინძლობს კომპანიებს, დამფუძნებლებს, მთავრობებს, ინვესტორებს, შემოქმედებით გუნდებს, სტარტაპებს და უნივერსიტეტებს 150-ზე მეტი ქვეყნიდან.

ეს ღონისძიება ჩვენ ფოკუსში ექცევა როგორც კორპორაციული, ისე შემოქმედებითი თვალსაზრისით. რადგან ამბავი კრეატორსი უპირველეს ყოვლისა იმერსიული თხრობის კომპანიაა , გადავწყვიტეთ ეს პლატფორმა უფრო შემოქმედებითი პროექტის წარსადგენად გამოგვეყენებინა, რომელიც ჩვენი საქმიანობის ყველა მსახრეს წარმოაჩენდა. ჩვენ ხომ კომპანიად სტრუქტურირებული შემოქმედებითი გუნდი ვართ და ხელოვნების ტრადიციულ ფორმებს კაცობრიობის მოწინავე ტექნოლოგიებთან ერთად იმერსიული თხრობის შესაქმნელად ვიყენებთ.

ასე გაჩნდა ინტერაქციული ინსტალაციის იდეა, რომელსაც "სრული გონებით" ვუწოდეთ. მასში ტექნოლოგიის, ბუნების ელემენტების, ხმისა და თხრობის გაერთიანებით შევქმენით გარემო, რომელშიც ადამიანი სრული გონებით მოქმედებდა. გამოვიყენეთ როგორც ნარატივი, ისე შეხება, ყნოსვა, ხმა და თვითრეფლექსია. ინსტალაციით დავარღვიეთ მიჯნები ბუნებას, ტრადიციული ხელოვნების ფორმებსა და ტექნოლოგიებს შორის. მისი საშუალებით, თანამედროვე ცხოვრებაში არსებული ამ ელემენტების ერთიან კონცეფციაში მოქცევით, შევქმენით ჰარმონია.

ეს იყო უზარმაზარი პანელებით გამოყოფილი სივრცე გლობალურ ტექნოლოგიურ ფორუმზე, სადაც ადამიანებს სრული გონებით მედიტაციურ გამოცდილებას ვთავაზობდით. ვიზუალურად და კონცეპტუალურად ინსტალაცია ტრადიციულ სახვითი შემოქმედების გამოფენას ჰგავდა. იგი იწყებოდა ვიზუალურ შემოქმედებაზე დაკვირვებით. შემდეგ ადამიანი გადადიოდა მომდევნო კედელთან, სადაც ხვდებოდა სამუზეუმო ექსპონატის მსგავსად პედესტალზე დადებული ბალახი, რომელსაც უნდა შეხებოდა და საკუთარ შეგრძნებებს დაჰკვირვებოდა, შემდეგ კედელთან კი მიღებული შთაბეჭდილებები მოეყოლა მიკროფონში, რაც მის წინ განთავსებულ ყვავილის გამოსახულებას ცვლიდა. რაც უფრო დეტალიზებული იყო აღწერა მით უფრო იფურჩქნებოდა ყვავილი და ივსებოდა მუსიკა, რომელსაც ყურსასმენებით უსმენდნენ. აქედან კი ფინალურ კედელთან გადადიოდნენ, სადაც ვიზუალი ადამიანის მოქმედებას უკავშირდებოდა და მასთან ერთად იცვლებოდა. ინსტალაცია ტექნოლოგიურ ფორუმზე ქმნიდა "მაინდფულნეს მედიტაციის" მსგავს გამოცდილებას, გვაჩვენებდა გზას, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ბუნებასა და შემოქმედებითობასთან ჰარმონიული კავშირის დასამყარებლად და ამავდროულად ადამიანს რთავდა გამოცდილებაში, სადაც გრძნობისა და აღქმის ყველა ძირითადი ორგანო აქტიურდებოდა და ადამიანს პასიური დამთვალიერებლიდან მთავარ მოქმედ გმირად აქცევდა.

ჩვენთვის სასიხარულოდ, ინტერაქციული ინსტალაცია "სრული გონებით" GTWT 2026-ზე ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა. ადამიანები ერთი ნახვის შემდეგ გამოცდილების ხელახლა გასავლელად ბრუნდებოდნენ და სხვებიც მოჰყავდათ, რამაც მთელი გუნდი ძალიან დაგვმუხტა. მისი საშუალებით ჩვენ გამოვხატეთ და ადამიანებამდე მივიტანეთ საკუთარი მისია: ყოველი ამბავი, რომელსაც ვყვებით, ვაქციოთ განსაკუთრებულ გამოცდილებად.
ამბავი კრეატორსის იმერსიული ინსტალაცია რეგიონის ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, თბილისი
იმერსიული ინსტალაცია სრული გონებით გლობალ ტექ ვიქენდ თბილისისთვის
ამბავი კრეატორსის ინტერაქციული, ციფრული გამოფენა სრული გონებით, ფაქტორი თბილისი
ამბავი კრეატორსის და გლობალ ტექ ვიქენდის თანამშრომლობითი პროექტი სრული გონებით
ბუნების ელემენტების, ხმისა და თხრობის გაერთიანებით შექმნილი იმერსიული ინსტალაცია გლობალ ტექ ვიკენდითვის, თბილისი
ტექნოლოგიებისა და ბუნების ჰარმონიით შექმნილი იმერსიული გამოფენა რეგიონის ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, ამბავი კრეატორსი, თბილისი
აუდიო რეაქტიული, იმერსიული ინსტალაცია გლობალ ტექ ვიკენდისთვის, ფაქტორი თბილისი
აინდუფლნესის ტექნიკით შექმნილი იმერსიული გამოფენა
ნარატივით, შეხებით, ხმით და თვითრეფლექსიით შექმნილი იმერსიული ინსტალაცია, ამბავი კრეატორსი
საგამოფენო, ციფრული სივრცე GTWT2026-ზე, თბილისი, საქართველო
 ტექნოლოგიებით, ტრადიციული ხელოვნების ფორმებითა და ბუნების სინთეზით შექმნილი ინტერაქციული ინსტალაცია სრული გონებით
ბუნების და ტექნოლოგიების გაერთიანებით შემნილი ციფრული გამოცდილება გლობალ ტექ ვიკენდ თბილისისთვის
გლობალ ტექ ვიკენდის დამთვალიერებლისთვის შექმნილი ინტერაქციული, ციფრული  გამოცდილება
ხმით მართვადი ყვავილის ვიზუალიზაცია ციფრული გამოფენისთვის გლობალ ტექ ვიკენდ 2026-ზე, თბილისი
პროექციებით შექმნილი ინტერქციული, იმერსიული, საგამოფენო სივრცე, ციფრული ექსპონატებით გლობალ ტექ ვიკენდ 2026-ზე
ამბავი კრეატორსის პანელებით შექმნილი საგამოფენო, იმერსიული სივრცე გლობალ ტექ ვიკენდ 2026-ზე
ხელის ტრეკინგით შექმნილი ბალახის ინტერაქციული ინსტალაცია / GTWT2026
ამბავი კრეატორსის საგამოფენო ციფრული სივრცე გლობალ ტექ ვიკენდ 2026-ზე, თბილისი

en-US

სრულად ინტერაქციული სპექტაკლი "თამაშის თეორია"

Lotus Cars