Ambavi Creators logo

საახალწლოდ შესასრულებელი მისია “ჟოზე”

ინტერაქციული საახალწლო სათავგადასავლო შოუ ბავშვებისთვის Holoseum-ის ციფრულ მუზეუმში, თბილისი

2024 წლის დადგომა განსაკუთრებულად გვინდოდა აღვენიშნა და რადგან უკვე გვქონდა საახალწლო აუდიო-ვიზუალური შოუს შექმნის გამოცდილება, გადავწყვიტეთ...

2024 წლის დადგომა განსაკუთრებულად გვინდოდა აღვენიშნა და რადგან უკვე გვქონდა საახალწლო აუდიო-ვიზუალური შოუს შექმნის გამოცდილება, გადავწყვიტეთ ეს ბავშვების საყვარელ პერსონაჟ ჟირაფ ჟოზესთან ერთად გაგვეკეთებინა. ასე შედგა ჩვენი, ჰოლოზეუმის და სტუდია ველოსიპედის ერთობლივი პროექტი.

ამისთვის ჰოლოზეუმში შევქმენით ჟირაფი ჟოზეს საახალწლო სერიის სიუჟეტური გაგრძელება, სადაც ბავშვებს ინტერაქციული თამაშების , თავსატეხებისა და ამოცანების შესრულებით დატყვევებული თოვლის პაპა უნდა გაეთავისუფლებინათ. მისიის შესრულებაში მათ თავად ჟირაფი ჟოზეს ანიმაციური გამოსახულება ეხმარებოდა და სწორედ მასთან ინტერაქციით მიმდინარეობდა მთელი შოუ, რომელსაც გიდები ჩვენს მიერ სპეციალურად დაწერილი მობილური აპლიკაციის დახმარებით მართავდნენ.
ჟირაფი ჟოზეს საახალწლო ციფრული საგანმანათლებლო თავგადასავალი Holoseum-ში, თბილისი
ჟირაფი ჟოზეს იმერსიული ინტერაქტიული სათავგადასავლო შოუ Holoseum-ის ციფრულ მუზეუმში, თბილისი
ამბავი კრეატორსის მიერ შექმნილი პოპულარული ქართული ანიმაციური პერსონაჟის ჟირაფი ჟოზეს ციფრული თავგადასავალი, თბილისი
ბავშვების საყვარელი გმირის ჟირაფი ჟოზეს განსაკუთრებული ინტერაქციული თამაშებით შექმნილი თავგადსავალი ჰოლოზეუმში
ამბავი კრეატორსის მიერ შექმნილი ინტერაქციული ციფრული ინსტალაცია კალეიდოსკოპში ჟირაფი ჟოზეს შოუსთვის Holoseum-ში, თბილისი

en-US

საერთაშორისო სკოლა “ლოგოსის” ლისის კამპუსის პრეზენტაცია

უფლებების რესპუბლიკა (1918-1921)