Loading...

საერთაშორისო სკოლა “ლოგოსის” ლისის კამპუსის პრეზენტაცია

ახალი წლის შემდეგ, ძალიან მალე აღმოვჩნდით ახალი გამოწვევის წინაშე. დაგვიკავშირდა საერთაშორისო სკოლა “ლოგოსი”, რომელსაც ახალი კამპუსის პრეზენტაცია სურდა. სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ შენობა ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო, პრეზენტაციაზე კი ის დასრულებული სახით უნდა გვეჩვენებინა. ჩვენი მიზანი იყო პარტნიორისთვის სტანდარტული სლაიდშოუსა და 3D რენდერების ნაცვლად, იმგვარი პრეზენტაცია შეგვექმნა, რომელიც სტუმრებს საშუალებას მისცემდა სრულყოფილად დაეთვალიერებინათ კამპუსი, ამავდროულად კი გაეგოთ სკოლის ამბავი, მიღწევები და სამომავლო გეგმები.

ამისთვის, პირველ რიგში შევქმენით მშენებარე კამპუსის სრულყოფილი 3D მოდელი და მისი ინტერიერის საბოლოო სახე. 3D მოდელი და ვიზუალიზაციები შენობის შიგნით იმგვარად განვალაგეთ, რომ სტუმრებს ამ გამოსახულებაში ევლოთ და დეტალურად დაეთვალიერებინათ კამპუსის საბოლოო სახე. ამ პროცესში მათ მეგზურობას უწევდა ჩვენ მიერ შექმნილი პერსონაჟი, მეცნიერებისა და განათლების პლანეტა ლოგოსი, რომელიც სტუმრებს თან შენობას ათვალიერებინებდა და მის უპირატესობებს უხსნიდა და თან საკუთრივ სკოლისა და მისი მისიის შესახებ უყვებოდა. ამის შემდეგ სტუმრები გადადიოდნენ ინტერაქციულ სივრცეში, სადაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გაცოცხლებული აინშტაინი, ილია ჭავჭავაძე, ფრიდა კალო და ილონ მასკი ლოგოსის სხვადასხვა სასწავლო მოდულის შესახებ აცნობდნენ ინფორმაციას. დასასრულს კი სტუმრებს ელოდათ შთამაგონებელი დოკუმენტური ფილმი, რომელიც მათ მოუთხრობდა სკოლის დაარსების, მისი მისიის, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო მიზნების შესახებ.

ჩვენ შევძელით სტანდარტული სლაიდების ნაცვლად, პრეზენტაცია ნამდვილ აუდიო-ვიზუალურ შოუდ და დაუვიწყარ თავგადასავლად გვექცია.

EN