Loading...

Touchbleton

ის-ის იყო დავასრულეთ ლოგოსის პრეზენტაციაზე მუშაობა, შემოგვთავაზეს მონაწილეობა მიგვეღო თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA) მულტიმედია ხელოვნების გამოფენაში. ჩვენი ამოცანა იყო გამოფენის მთლიანი კონცეფციის გათვალისწინებით წარგვედგინა ისეთი პროექტი, რომელიც ჩვენ შესაძლებლობებს წარმოაჩენდა და ამავდროულად საინტერესო იქნებოდა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ძველი და დახურული პროექტი ინსტალაციის ფორმით გაგვეცოცხლებინა და შევუდექით მუშაობას.

ეს იყო ინტერაქციული ინსტალაცია. მასში ჩასართავად ადამიანი დგებოდა კამერის ხედვის ზონაში, იწყებდა მოძრაობას და მისი მოძრაობები ქმნიდა მუსიკას. ამის გაკეთება შეეძლო ნებისმიერ მსურველს და ამისთვის არ საჭიროებდა მუსიკალურ ნიჭს ან სპეციფიკურ ცოდნას.

ჩვენ აბლეტონში აწყობილი მუსიკალური პატერნები თაჩდიზაინერთან დავაკავშირეთ, რომელიც ტრეკინგ კამერის დახმარებით ადამიანის სხეულის მოძრაობას აფიქსირებდა და კონკრეტულ ბრძანებად გარდაქმნიდა. სწორედ აქედან გამომდინარე დავარქვით ინსტალაციას სახელად “თაჩბლეტონი”.

ინსტალაციის მეორე კომპონენტი იყო მოძრაობის ვიზუალური გამოსახულების კედელზე გამოტანა პროექციის საშუალებით. ეს ადამიანს საკუთარი მოძრაობის და მუსიკაში მომხდარი ცვლილების აღქმას უმარტივებდა.

EN