Loading...

Mindia In Africa

ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა დავეხმაროთ არტისტებს, რათა მათი შემოქმედება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, განსხვავებული ფორმით მიიტანონ ადამიანებამდე. ამიტომ სიამოვნებით ვითანამშრომლეთ ცნობილ ქართველ ფოტოგრაფ მინდია მიდელაშვილთან, რომელსაც სურდა საკუთარი ფოტო ნამუშევრებითა და მოკლე დოკუმენტური ვიდეოებით შეექმნა გამოფენა, რომელიც დამთვალიერებელს სრულყოფილად აჩვენებდა მინდიას აფრიკაში მოგზაურობის ამსახველ კადრებს და მის შეგრძნებებს მაქსიმალურად აზიარებდა.

ამ ამოცანის შესასრულებლად მინდიას ფოტოები სრულად მოვარგეთ შენობის კედლებს, რამაც მოგვცა იმერსიის ეფექტი. ამავდროულად მინდიასთან ერთად შევქმენით გამოფენის კონცეფცია, განვსაზღვრეთ რა მიმართულებით უნდა ემოძრავათ ვიზიტორებს და სად უნდა დაესრულებინათ დათვალიერება, დავწერეთ თხრობის ტექსტი და მუსიკალური ფონი, რომელიც თხრობასთან ერთად კიდევ უფრო ამძაფრებდა გამოსახულებიდან მიღებულ შეგრძნებებს.

საბოლოოდ, გამოფენა Mindia In Africa გამოვიდა ცოცხალი, იმერსიული, თხრობაზე აგებული თავგადასავალი, რომელიც დამთვალიერებელს ერთგვარად მინდიასთან ერთად აფრიკაში ამოგზაურებდა. შედეგად, ფოტო გამოფენა ნამდილ, ცოცხალ გამოცდილებად ვაქციეთ დამთვალიერებლისთვის.

EN