Loading...

Networking Georgia

კაცობრიობას ამოძრავებს ამბები, რომლისაც გვჯერა. ესაა ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვამბობთ ჩვენ პარტნიორებთან, რადგან ჩვენი ცივილიზაციის, კაცობრიობის პროგრესის მთავარი მექანიზმი ჩვენი უნარია მოვყვეთ, ვირწმუნოთ და საერთო ამბის გარშემო გავერთიანდეთ არა მხოლოდ ისინი, ვინც ერთმანეთს პირადად ვიცნობთ, არამედ ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები. კაცობრიობის პროგრესისა და ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევების ფუნდამენტი შეიძლება ითქვას, რომ კავშირის დამყარების უნარია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ამბავი მოგვეყოლა წინანდალში, Networking Georgia-ს ღონისძიებაზე, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 2025 წლის, 2-3 ოქტომბერს გაიმართა. წიანდლის მამული, რომელიც საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია და თავის თავში უამრავ საინტერესო ამბავს აერთიანებს, თავისთავად ქმნის თხრობის ინსპირაციას.

სპეციალურად Networking Georgia-ს სტუმრებისთვის გადავწყვიტეთ აუდიო-ვიზუალური შოუს შექმნა და საქართველოში ყველაზე ძველი ენოთეკის ფასადის გაცოცხლება. შოუ გვიყვებოდა ადამიანებს შორის კავშირის დამყარებისა და ნდობის მნიშვნელობასა და საკუთრივ Networking Georigia-ს მისიის შესახებ. წინანდლის მამული და კონკრეტულად ეს შენობა, საიდანაც დაიწყო საქართველოში პირველი ევროპული მეწარმეობა, ყველაზე უკეთ გამოხატავს ჩვენ სწრაფვას ამ რთულ დროში ვიპოვოთ ერთმანეთისკენ მიმავალი გზები, შევქმნათ კავშირები და გავამყაროთ ერთმანეთისადმი ნდობა, რომელიც ნებისმიერი საზოგადოების ფუნდამენტია. ამისათვის Networking Georgia-ს გალა ვახშამზე დამსწრე ასობით კომპანიის წარმომადგენლისთვის, ენოთეკის ფასადი გავაცოცხლეთ და აუდიო-ვიზუალური შოუთი ავალაპარაკეთ, რამაც ყველას ერთად შეგვიქმნა ერთიანობის, დიდი ისტორიის ნაწილად ყოფნისა და ერთმანეთთან დაკავშირებულობის განუმეორებელი განცდა.

EN