Ambavi Creators logo

საქართველოს მცველი ქალები

ციფრული შოუ ეზოში, თოკზე გაფენილ სარეცხზე პროექტისთვის საქართველოს მცველი ქალები

ჩვენ, ისევე როგორც ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში და არც ერთი ნაბიჯით არ ...

ჩვენ, ისევე როგორც ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში და არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას. როგორც ყველა, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, ჩვენც აღფრთოვანებული ვართ ქართველი ქალების სიმამაცითა და გმირობით, უტეხობითა და პრინციპულობით. ამიტომ საფარის შემოთავაზებას გვემუშავა მათ ვიდეოზე “საქართველოს მცველი ქალები”, სიამოვნებით დავთანხმდით.

ვიდეოს ტექსტი და სცენარი შექმოქმედებითმა სააგენტომ “სუპერმარკეტი” შექმნა და სცენარის მიხედვით, ქართველი ქალების ბრძოლის ამსახველი ვიდეო კოლაჟი პროექციით უნდა მინათებულიყო სხვადასხვა მოძრავ ზედაპირზე, როგორებიცაა: ფარდა, გასაშრობად გაფენილი სარეცხი, მშენებარე შენობაზე გადაჭიმული ბადე და სუფთა ტრანსპარანტი ადამიანის ხელში პარლამენტის შენობის ფონზე.

როდესაც ვიდეოს მთავარი სათქმელი შენ სათქმელსაც გამოხატავს, ტექნიკური დავალების უზადოდ შესრულება საინტერესო და აზარტულ პროცესად იქცევა. ჩვენც პროექტორებით, კონკრეტულ გადასაღებ ადგილებზე ჯერ გავტესტეთ, როგორ გამოჩნდებოდა გამოსახულება, გადაღების დღეს კი ყველა ობიექტზე მალევე შევძელით ამოცანის შესრულება. ვამაყობთ, რომ ამ პროექტში ჩვენი წვლილი შევიტანეთ და ამ ფორმით მივიღეთ მონაწილეობა მოგვეთხრო ამბავი საქართველოს მცველი ქალების შესახებ.
შავ-თეთრი ვიდეო პროექცია ქსოვილზე საქართველოს მცველი ქალების მხატვრული პროექტისთვის, თბილისი
ციფრული პროექცია ქალი საქართველოს დროშით, ეზოში გაფენილ სარეცხზე
ამბავი კრეატორსის მიერ შექმნილი ფასადის პროექცია თბილისში
Ambavi Creators-ის მიერ შექმნილი არქიტექტურული ფასადის პროექციის მეფინგი თბილისში
კრეატიული სარეკლამო ვიდეოსთვის შექმნილი ციფრული ინსტალაცია, თბილისი, საქართველო
ამბავი კრეატორსის მიერ შექმნილი ციფრული ინსტალაცია სარეკლამო ვიდეოსთვის, თბილისი
3D პროექციის მეფინგი მშენებარე შენობის უსაფრთხოების ბადეზე, თბილისი
სამშენებლო ბადეზე გაკეთებული პროექცია
მშენებლობაზე პროექციის მეფინგით გამოხატული პროტესტი
გოგო ციფრული ბანერით საქართველოს პარლამენტის წინ, თბილისი
ციფრული შოუ ეზოში, თოკზე გაფენილ სარეცხზე პროექტისთვის საქართველოს მცველი ქალები

en-US

Networking Georgia

დამოუკიდებლობის დღე