Ambavi Creators logo

დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დროშა თბილისის ქუჩაში

დამოუკიდებლობის დღისთვის რაღაც განსაკუთრებული გვინდოდა. ვმსჯელობდით ჩვენი რესურსით პროექტის შესრულების შესაძლებლობაზე, ასევე ისეთ კომპანიასთან პარტ...

დამოუკიდებლობის დღისთვის რაღაც განსაკუთრებული გვინდოდა. ვმსჯელობდით ჩვენი რესურსით პროექტის შესრულების შესაძლებლობაზე, ასევე ისეთ კომპანიასთან პარტნიორობაზე, რომელიც ჩვენ ხედვებსა და ღირებულებებს გაიზიარებდა.

სწორედ ამ დროს მივიღეთ შეთავაზება კომპანია “ინდუსტრიისგან”, გვემუშავა მათი და სააგენტო “სუპერმარკეტის” ერთობლივ პროექტზე საქართველოს ბანკის დაკვეთით, რომელიც სწორედ საქრთველოს დამოუკიდებლობას ეძღვნებოდა. მართალია, ჩვენ ზოგადად ცალკეულ ვიდეო პროდუქტებზე არ ვმუშაობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ტექნიკური დავალება ჩვენ ჩართულობას გულისხმობდა, რადგან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მსახიობების სახეებზე ცოცხლად უნდა გადაგვეტანა ისტორიული პირების ნამდვილი სახეები მათივე ფოტოებიდან.

ჩვენ, ისევე როგორც მულტიმედია არტისტებისა და კომპანიების უმრავლესობა ხელოვნურ ინტელექტს, როგორც ახალ დამხმარე ისნტრუმენტს აქტიურად ვტესტავთ და რადგან ვიდეო რგოლის შინაარსი და მასში გადმოცემული ღირებულებები, ჩვენ სათქმელსაც ამბობდა საქართველოს დამოუკიდებლობაზე, გადავწყვიტეთ ამ პროექტზე გვემუშავა. ამისთვის გამოვიყენეთ ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ღია პლატფორმა, 3D მოდელირება და კომპიუტერული გრაფიკა . რის საშუალებითაც მსახიობების სახეზე სრულყოფილად გადავიდა ისტორიულ ფოტოებზე აღბეჭდილი სახეები.
AI-ს მიერ გენერირებული ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პორტრეტი დამოუკიდებლობის დღის ციფრული პროექტისთვის
AI-ს მიერ გენერირებული ილია ჭავჭავაძის პორტრეტი გაზეთ ივერიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
AI-ს მიერ გენერირებული ქართველი ისტორიული პერსონაჟის მარო მაყაშვილის პორტრეტი საავადმყოფოს დერეფანში
ახალგაზრდა ქალი საქართველოს დროშის გადაცემისას, დამოუკიდებლობის დღე, თბილისი

en-US

საქართველოს მცველი ქალები

ეს ქვეყანა შენია