Ambavi Creators logo

პროგრამირებადი LED განათება და 3D კუბი

Ambavi Creators-ის მიერ შექმნილი 3D LED კუბის ინსტალაცია თბილისში ბარის ინტერიერისთვის

ერთ-ერთი მიმართულება, რომლის ათვისებაც გვსურდა პროგრამულად მართვადი LED განათების სისტემა იყო. ამის საშუალება მოგვეცა, როდესაც დაგვიკავშირდა...

ერთ-ერთი მიმართულება, რომლის ათვისებაც გვსურდა პროგრამულად მართვადი LED განათების სისტემა იყო. ამის საშუალება მოგვეცა, როდესაც დაგვიკავშირდა ბარი სახელოსნო. მათ ძველი განათების სისტემის ახლით შეცვლა სურდათ.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც კომპანიის მოსმენით დავიწყეთ, რათა გაგვეგო მათი ხედვა, სურვილი და მოტივაცია და სწორედ ამაზე დაყრნობით შეგვექმნა თვისებრივად ახალი განათების კონცეფცია. შემდეგ ეტაპზე ჩავატარეთ LED განათებების მწარმოებლების სრული კვლევა და ბარს მივეცით შესაბამისი რეკომენდაციები, რათა სწორი განათებები შეეძინათ, რომელიც საშუალებას მოგვცემდა სპეციალურად მათ სამართავად შექმნილ აპლიკაციასთან დაგვეკავშირებინა. ამ პროექტის მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო დარბაზის ცენტრალური ნაწილისთვის 2.5X2.5X2.5 მეტრი კუბის ფორმის პროგრამულად მართვადი 3D LED მასივის აწყობა. მისი თავისებურება ისაა, რომ კუბში განათების თითოეული სეგმენტი შეგიძლია მართო, როგორც ეკრანზე პიქსელი და ეს მას ერთგვარ ეკრანად აქცევს, სადაც შეგიძლია სასურველი 3D გამოსახულება, პატერნები ან ტექსტები გაუშვა. პროექტის ორივე სისტემა LED განათება და 3D კუბი დამოუკიდებლად იმართება ჩვენ მიერ დაწერილი პროგრამით.

პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე, შევქმენით და პროგრამაში ჩავაშენეთ რამდენიმე ასეული განათების პატერნი. შედეგად, ბარში სრულად შეიცვალა განათების სიტემა. ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამის და განათების სისტემის საშუალებით ბარს შეუძლია დაუსრულებლად ცვალოს საკუთარი განათება, ფერი, გამომსახველობა, განათების ეფექტები, შექმნას პატერნების განსხვავებული თანმიმდევრობა, ხოლო 3D კუბი სურვილისამებრ გამოიყენოს არა მხოლოდ როგორც განათების სისტემა, არამედ როგორც გიგანტური 3D ეკრანი , გაუშვას 3D გამოსახულება ან წარწერები.

რის შემდეგაც საშუალება მოგვეცა ვიმუშაოთ როგორც ბარებისა და კლუბების თვისებრივად ახალი, თანამედროვე განათების კონცეფციებზე , ისე თეატრის, ცალკეული წარმოდგენისა თუ შოუს განათებაზეც.
ლედ სტრიპებით შექმნილი მართვადი 3D კუბი, თბილისი
სპეციალური სამართავი პანელი 3D  ლედ კუბის ვიზუალების სამართავად, ამბავი კრეატორსი
პროგრამირებადი ლედ განათების სისტემა, სპეციალურად შექმნილი ბარის ინტერიერისთვის, თბილისი

en-US

სოციალური კაფე “მზიური”

იხმაურე თავისუფლებისთვის