ინტერაქციული ინსტალაცია "სრული გონებით"
19, 20 და 21 ივნისს Factory Tbilisi-ში წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ფორუმი Global Tech Weekend Tbilisi იმართება. ღონისძიება 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს მასპინძლობს და აერთიანებს კორპორაციებს, დამფუძნებლებს, ინვესტორებს, შემოქმედებით გუნდებს, სტარტაპებსა და უნივერისტეტებს კავკასიიდან და ცენტრალური აზიის რეგიონიდან. ამბავი კრეატორსი Global Tech Weekend Tbilisi-ზე 20 ივნისს წარმოდგენილი იქნება ინსტალაციით, რომელსაც "სრული გონებით" დავარქვით. ჩვენი მიზანია ამ მნიშვნელოვან ფორუმზე, შემოქმედებითი ფორმით გადმოვცეთ საკუთარი მისია და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.შემოქმედებითი პროცესიახალ პროექტსა და იდეაზე მუშაობას ყოველთვის იმ ადგილის დათვალიერებით ვიწყებთ, სადაც უნდა განთავსდეს იმერსიული თხრობა, იმის მიუხედავად იქნება ის წარმოდგენილი ინტერაქციული ინსტალაციის თუ იმერსიული გამოფენის ფორმით. ჩვენი ერთ-ერთი მთვარი ამოცანა, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველთვის არის ორგანულად განვათავსოთ კონკრეტულ ადგილას და ჰარმონიულად ერწყმოდეს მას, როგორც ვიზუალურად, ისე ფუნქციურად. ამიტომ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ იდეას თვითონ სივრცე გვკარნახობს. შესაბამისად, ადგილის დათვალიერებას, როგორც წესი მთელი გუნდი ვესწრებით. შემდეგ კი იწყება იდეის დამუშავება, რაც ხშირად საკმაოდ დრამატულად ვითარდება გუნდის შიგნით ბუნებრივად წარმოქმნილი დებატების გამო. ეს ხშირად ძალიან მწვავე კამათი, რომელსაც არაერთხელ შემაშფოთებლად მძაფრი ფორმებიც მიუღია, საშუალებას გვაძლევს იდეას ყველა კუთხიდან შევხედოთ და მაქსიმალურად სრულვყოთ. ამჯერადაც პროექტზე მუშაობა Factory Tbilisi -ში მისვლით და Global Tech Weekend Tbilisi-ს გუნდთან ერთად ღონისძიების დეტალური გეგმის და სივრცითი დაგეგმარების განხილვით დავიწყეთ. შემდეგ, მოვნიშნეთ უშუალოდ ის სივრცეები, სადაც შეგვეძლო რამე გაგვეკეთებინა და უკვე ამის შემდეგ მთლიანი პროგრამისა და სივრცითი დაგეგმარების მიხედვით, ასევე კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით დავიწყეთ იდეის განვითარებაზე მუშაობა. კონცეფცია: ხელახალი კავშირი ბუნებასთან ტექნოლოგიების გამოყენებითამ ყველაფერმა გვიკარნახა, რომ ოპტიმალური იქნება შევქმნათ ინტერაქციული ინსტალაცია, რომელიც ერთი მხრივ იქნება იმ გამოცდილების მსგავსი, რასაც თანამედროვე მუზეუმებსა და გალეერებში ვიღებთ და ამავდროულად უზრუნველყოფს ადამიანების გამოცდილებაში ჩართვას და იმერსიული გარემოს შექმნას. ასე დაიბადა იდეა ამ ინსტალაციით გადავლახოთ ის წინააღმდეგობა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში არსებობს ერთი მხრივ ტექნოლოგიების გამოყენებასა და მეორე მხრივ ადამიანის ბუნებრივ მისწრაფებებს შორის უშუალოდ გრძნობის ყველა ორგანოთი იყოს დაკავშირებული რეალურ ცხოვრებასთან. მართლაც ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ვხვდებით შფოთვით აშლილობებს, კონცენტრაციის უნარის დაქვეითების პრობლემასა და ადამიანების გაუცხოვებას. ინფორმაციის სწრაფი და ხშირად უკონტროლო ნაკადები, ასევე კორპორაციების მიერ ალგორითმების გამოყენება ჩვენ ძირითად ბაზისურ მოთხოვნილებებზე ზეწოლისთვის, ადამიანებში დოპამინ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას იწვევს, მნიშვნელოვნად აქვეითებს კოგნიტურ და კონცენტრაციასთან დაკავშირებულ უნარებს. ამის საპირისპიროდ, ადამიანი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ერთი მხრივ გარდაქმნის ბუნებას, ხოლო მეორე მხრივ მუდმივად ეძებს მასთან ჰარმონიული თანაცხოვრების გზებს. ეს კი შესაძლებელი ხდება, როდესაც სრული გონებით ვერთვებით მასთან ურთიერთობაში. ამ ინსტალაციით გვსურს ტექნოლოგიები გამოვიყენოთ ადამიანებისთვის გონების სისრულის მედიტაციური მდგომარეობის შესაქმნელად. აქედან გამომდინარეობს მისი სახელიც.ხუთი განსხვავებული გამოცდილება ერთ ინსტალაციაში ამისთვის, სივრცე ხუთ ნაწილად დავყავით:შესავალი (პირველი კედელი): ინსტალაციაში შემოსულ ადამიანს პირველ კედელთან დახვდება გამოფენის სახელი, გამხსნელი ფრაზა, კონცეფცია და მოკლე ინფორმაცია ამბავი კრეატორსის შესახებ. ეს ადამიანში ტრადიციული საგამოფენო სივრცის ასოციაციას გამოიწვევს, რაც ინტერაქციული ნაწილის დასაწყებად სათანადო მშვიდი განწყობისა და კონცენტრირებული გარემოს შექმნაში დაგვეხმარება. ვიზუალური დაკვირვება (მეორე კედელი): აქედან გადაინაცვლებს შემდეგ კედელთან, სადაც პროექციის გამოყენებით დახვდება ხელოვნების ნიმუშის მსგავსად მკვეთრ ჩარჩოში ჩასმული ვიზუალური გამოსახულება, რომელსაც ყურადღებით უნდა დააკვირდეს. ფიზიკური კონტაქტი (ექსპონატთან ინტერაქცია): ვიზუალური დაკვირვების შემდეგ გადაინაცვლებს ფიზიკური კონტაქტის კედელთან, სადაც სპეციალურ მკვეთრად გამოყოფილ ადგილზე განთავსებული იქნება ბალახი, როგორც ექსპონატი, ოღონდ სამუზეუმო ექსპონატისგან განსხვავებით მას აუცილებლად უნდა შეეხოს, დააკვირდეს საკუთარ შეგრძნებებს, დაყნოსოს, შეხებით მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია და შეგრძნებები. ნარატიული თვითრეფლექსია (მეოთხე კედელი): შემდეგ კი უნდა გადავიდეს მომდევნო კედელთან. იქ დახვდება მიკროფონი და ყურსასმენები, ხოლო წინ პროექციის საშუალებით იქნება გამოსახულება. მონაწილემ ყურსასმენის მორგების შემდეგ უნდა მოყვეს რა იგრძნო, როდესაც დააკვირდა ინსტალაციის დასაწყისში ვიზუალურ გამოსახულებას და რა შეგრძნებები და ინფორმაცია მიიღო ბალახთან შეხებით. რაც უფრო მეტს და დეტალურად მოყვება საკუთარი შეგრძნებების შესახებ, მით უფრო მეტად გაიშლება მის წინ პროექციით კედელზე გაშვებული გამოსახულება და მით უფრო შეივსება მუსიკა ყურსასმენებში. სინქრონული მოძრაობა (ფინალური კედელი): ამის შემდეგ გადაინაცვლებს ბოლო კედელთან, სადაც ასევე დახვდება ვიზუალური გამოსახულება, რომელიც მისი სხეულის მოძრაობის შესაბამისად შეიცვლება. დასკვნაინსტალაციით, რომელსაც "სრული გონებით" დავარქვით, Global Tech Weekend Tbilisi-ზე მოსულ ადამიანებს ტქნოლოგიების გამოყენებით მედიტაციურ გარემოს შევუქმნით, ტექნოლოგიურ ფორუმზე შევიტანთ საგამოფენო სივრცეში ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის გამოცდილებას და ამ ურთიერთობაში ადამიანებს შევიყვანთ გრძნობის სხვადასხვა ორგანოს გამოყენებით. ესენია: ვიზუალური აღქმა;შეხება;ყნოსვა;სმენა;სხეულის მოძრაობისა და აუდიო-ვიზუალური ცვლილებების სინქრონი.გარდა ამისა, გამოცდილების შესახებ თხრობითი რეფლექსია, შექმნის თითოეული ადამიანის ნარატიულ ისტორიას, რაც ინტერაქციულ ინსტალაციას ასევე ერთგვარი თვითგამოხატვის საშუალებად აქცევს.ასე შევქმენით ინტერაქციული ინსტალაცია, რომელიც თავისი ფორმით შემოქმედებით აქტს წარმოადგენს და სრულად გამოხატავს ჩვენ მისიას და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს - იმერსიულ თხრობას, რომელიც გადმოცემული იქნება ინტერაქციული ინსტალაციით და ადამიანებისთვის სრული გონებით ჩართულობის გამოცდილებას შექმნის.ვრცლად პროექტის შესახებ